ჩვენს შესახებ

ჩვენი მისია

ღვინის სადგურისთვის ქართული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის – ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

ეს იგრძნობა ღვინოში, რომელსაც ვქმნით, კერძებში, რომლებსაც ვამზადებთ, სივრცეებში, რომლებსაც ვაცოცხლებთ, და სტუმარმასპინძლობაში, რომლითაც თითოეულ სტუმარს ვმასპინძლობთ.

ჩვენი მიზანია, კახეთის ავთენტური ხასიათით და თანამედროვე სტუმარმასპინძლეობით, შევქმნათ გამოცდილება, რომელიც სტუმარს არა მხოლოდ ამ ადგილს, არამედ მის ისტორიას, ადამიანებსა და ტრადიციებსაც დაამახსოვრებს.

ვენახებს შორის შექმნილი სიმყუდროვე

კახეთის ვენახების შუაგულში, იქ სადაც უსასრულოდ გაშლილი ალაზნის ველი კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებთან ჰორიზონტს კრავს, მდებარეობს ბუტიკური სასტუმრო 20 განსაკუთრებული ნომრით. თითოეული მათგანი ვაზის ჯიშებით, რთველის ისტორიითა და კახეთის ბუნების ხედებით არის შთაგონებული.

აქ ყოველი სივრცე შექმნილია სიმშვიდისთვის, დასვენებისა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.

ღვინო და მემკვიდრეობა

ოცდაათ წელზე მეტი გამოცდილება, მოთმინება და საქმის სიყვარული თითოეულ ბოთლში აისახება. ღვინის სადგურისთვის ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ის კახეთის მიწის, ბუნებისა და მეღვინეობის ტრადიციის გაგრძელებაა.

ყურძნის თითოეული მტევანი კახეთის ნიადაგის, კლიმატისა და სეზონების გავლენას ატარებს, ხოლო თითოეული მოსავალი საკუთარ ისტორიას ქმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოცდილი მეღვინეობის გზის ერთგულები ვრჩებით და ბუნებას საშუალებას ვაძლევთ, ყოველ რთველს თავისი უნიკალური ხასიათი გამოავლინოს.

თითოეული ბოთლი ინახავს წლების, ვენახისა და იმ ადამიანების ისტორიას, ვინც სიყვარულითა და ზრუნვით შექმნა ეს ღვინო. დღეს კი თქვენ მას გთავაზობთ

მარანი

ჩვენს მარანში თანამედროვე მეღვინეობის ცოდნა და ქართული ტრადიცია ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. სწორედ ამ თანხვედრით ვინარჩუნებთ ყურძნის ჯიშისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ გემოს, არომატსა და ხასიათს.

ეწვიეთ ჩვენს მარანს, გაიცანით გზა, რომელსაც ღვინო ვენახიდან ბოთლამდე გადის და დააგემოვნეთ ღვინოები, რომლებიც კახეთის მიწის, სეზონებისა და ადამიანების ისტორიას ატარებს.

გაიცანით მეღვინეები, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და საქმისადმი ერთგულება თითოეულ რთველსა და თითოეულ ბოთლში აისახება. სწორედ ეს ქმნის ღვინის სადგურის ღვინის ნამდვილ სახეს.