ღვინო. ხედი. ისტორია.

სადაც ყოველი ჭიქა დროისა და ვენახის ისტორიას გვიყვება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ღვინის სადგურში”

კახეთის გულში, ალაზნისა და კავკასიონის საოცარი ხედების ფონზე, ძველი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც მატარებლის ლიანდაგი ვენახებში გადიოდა, მდებარეობს ბუტიკური შატო “ღვინის სადგური”, რომელიც ღვინოს, ისტორიასა და სტუმარმასპინძლობის კულტურას აერთიანებს.

ჩვენთვის ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ის არის ტრადიცია და გამოცდილება. ამიტომ შევქმენით სივრცე, სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ ქართული ღვინის კულტურა, გაისეირნოთ ვენახში, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და ჩვენი ღვინოები, ასევე გაატაროთ ღამე კომფორტულ გარემოში.

აქ ყველაფერი შექმნილია იმისთვის რომ თითოეულ სტუმარს დარჩეს თბილი და დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება.

ღვინის სადგური ერთი შეხედვით

კახეთის ბუნება, ვენახები, დახვეწილი ინტერიერები და დაუვიწყარი მომენტები – ყველაფერი, რაც შატოში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

დაისვენეთ კახეთში

ნომრები

Wine Station გთავაზობთ ხუთ კომფორტულ ნომერს. თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური აივანი და კავკასიონის ხედით.

საოჯახო ნომერი მთის ხედით

საოჯახო ნომერი მთის ხედით

01

საოჯახო ნომერი მთის ხედით

ფართო საოჯახო ნომერი, ინდივიდუალური აივნითა და ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებით. კომფორტული სივრცე ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი

დიდი ორადგილიანი საწოლი · ბაღის ან მთის ხედი

02

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი

კომფორტული ნომერი ერთი დიდი ორადგილიანი ან ორი ცალკე საწოლით. განკუთვნილია როგორც წყვილებისთვის, ისე ორი სტუმრისთვის.

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი ერთი ან ორი საწოლით

საწოლების მოქნილი განლაგება · აივანი

03

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი ერთი ან ორი საწოლით

მეგობრებისა და წყვილებისთვის განკუთვნილი ნომერი ერთი დიდი ან ორი ცალკე საწოლით, სასტუმროს თბილი და დახვეწილი ატმოსფეროთი.

დიდი ორადგილიანი სტანდარტული ნომერი

საკუთარი ტერასა · ორადგილიანი ნომერი

04

დიდი ორადგილიანი სტანდარტული ნომერი

მყუდრო ნომერი დიდი ორადგილიანი საწოლით, ბაღის ან მთის ხედით.

ლუქსი ტერასით

ლუქსი · საკუთარი ტერასა

05

ლუქსი ტერასით

ჩვენი ყველაზე ფართო ნომერი განცალკევებული მისაღები სივრცით, საკუთარი ტერასითა და შორეული ხედებით.

კახეთის გემო თითოეულ კერძში

ვენი სამზარეულოს მთავარი შთაგონება კახეთია – მისი მიწა, სეზონური ნობათი და მრავალსაუკუნოვანი კულინარიული ტრადიცია.

თითოეული კერძი მზადდება ადგილობრივი ცინცხალი პროდუქტით, ფერმერული ყველით, ბაღებიდან მოკრეფილი მწვანილით და ბოსტნეულით, რომლებიც კერძს ყველაზე სრულყოფილ გემოს ანიჭებს.

ტრადიციული ქართული რეცეპტები აქ ახალ ინტერპრეტაციას იძენს. ჩვენ ვინარჩუნებთ მათ ავთენტურ ხასიათს და ამავე დროს თანამედროვე კულინარიული ხედვით ვთავაზობთ სტუმარს.
ასე იბადება სუფრა, რომელიც კახეთის გემოს, სიუხვესა და გულუხვობას ასახავს.

აღმოაჩინეთ ღვინის სადგური

რთველში მონაწილეობა, ღვინის დაგემოვნება, კახეთის ბუნება და სასიამოვნო საღამოები – გამოცდილება, რომელიც აქ კვლავ დაბრუნებას მოგანდომებთ.

თქვენი კახური თავგადასავალი აქ იწყება

ალაზნის ველის და კავკასიონის მწვერვალების საოცარი ხედები, მშვიდი გარემო, კახური სამზარეულო და ჩვენი ღვინო, აქ ყველაფერია თქვენი განტვირთვისა და სასიამოვნო დასვენებისთვის.

დაგეგმეთ სტუმრობა

გელოდებით ღვინის სადგურში - დაგეგმეთ თქვენი სტუმრობა

თუ გსურთ დაგეგმოთ თქვენი სტუმრობა, გაიგოთ ხელმისაწვდომი თარიღების, განსაკუთრებული გამოცდილებებისა თუ ღონისძიებების შესახებ, დაგვიკავშირდით, რათა თქვენი სტუმრობა განსაკუთრებულად ვაქციოთ.